კომპანიის შესახებ

შპს “გიბა მოტორსი” არის ერთადერთი  საბურავების საწყობი მთელს საქართველოში, რომელიც  გთავაზობთ საბურავის, საპოხი ზეთის და ა/ნაწილების ყველაზე დაბალ ფასებს კეთილი იყოს მობძანება გიბა მოტორსში. შპს „გიბა მოტორსი“ შეიქმნა ქ.თბილისში 2005 წლის 26 აპრილს, რომელიც საცალო და კორპორაციულ მომხმარებელს სთავაზობს ავტოპროდუქტების სრულ ასორტიმენტს, ასევე იგი წარმოადგენს საბურავების უკრაინული ქარხნის „ROCAVA”-ს“ ოფიციალურ წარმომადგენლობას, ასევე “SUMO FIRENZA”-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. შპს “გიბა მოტორს”–ის საქმიანობა მოიცავს  სატვირთო ავტომობილების საბურავების, სპეცტექნიკის საბურავების,  კამერების, საპოხი ზეთების, ფილტრების და ა/ნაწილების შემოტანასა და მის რეალიზაციას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. შპს სთავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, მისი მომწოდებლები არიან ლატვიის, გერმანიის, ჩინეთის, თურქეთის ავტოპროდუქციის საქონლის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან პროდუქციის ხარისხზე. ორგანიზაციაში დასაქმებულია 35 კვალიფიციური თანამშრომელი,რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან მომხმარებელს. დაუღალავმა შრომამ, მუშაობის თხუთმეტწლიანმა გამოცდილებამ და თანამშრომლების ერთიანობამ ნაყოფი გამოიღო და შპს „გიბა მოტორსი“ გახდა ერთერთი წარმატებული ორგანიზაცია მთელ საქართველოში.

MORE ABOUT US