კომპანიის შესახებ

კეთილი იყოს მობძანება გიბა მოტორსში

შპს „გიბა მოტორსი“ ქ.თბილისში 2005 წლის 26 აპრილს შეიქმნა , მისი მთავარი მიზანი და სლოგანია მაქსიმალური ხარისხი მინიმალურ ფასად. კომპანიის პრიორიტეტები მორგებულია მომხმარებელზე, იგი საცალო და კორპორაციულ მომხმარებელს ავტოპროდუქტების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს.

შპს "გიბა მოტორს"–ის საქმიანობა მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების საბურავების, კამერების, საპოხი ზეთების, ფილტრების და ა/ნაწილების შემოტანასა და მის რეალიზაციას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

შპს სთავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, მისი მომწოდებლები არიან ლატვიის, გერმანიის, ჩინეთის, თურქეთის, ამერიკის იტალიის სლოვენიის ავტოპროდუქციის საქონლის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან პროდუქციის ხარისხზე.

ორგანიზაციაში დასაქმებულია 35 კვალიფიციური თანამშრომელი,რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან მომხმარებელს.

დაუღალავმა შრომამ, მუშაობის 12 წლიანმა გამოცდილებამ და თანამშრომლების ერთიანობამ ნაყოფი გამოიღო და შპს „გიბა მოტორსი“ გახდა ერთერთი წარმატებული ორგანიზაცია მთელ საქართველოში.